Tuesday, November 20, 2018

მე-9 დღის რეფლექსია

დავასრულეთ  დავალებების დარჩენილი ნაწილი, გავაკეთეთ პროექტის პრეზენტაციები, მოვუსმინეთ ერთმანეთს, განსაკუთრებით მომეწონა ლია ნიკოლაიშვილის , მაია ტერუნაშვილისა და იზა ურთქმელიძის  პროექტები. ინტელის ეს კურსი ჩემთვის ძალიან საინტერესო და შრომატევადი იყო. მადლობა ქალბატონო მაია, რომ გაგვიძელით ...  

მე-8 დღის რეფლექსია

პროექტის გეგმაზე მუშაობა დავასრულეთ და ვისაუბრეთ ფასილიტაციის კითხვარზე, დავწერეთ ზოგადი და  ჩვენი თემატიკიდან გამომდინარე კითხვები, დღევანდელი დღე საინტერესო იყო.

მე-7 დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ მასწავლებლის პრეზენტაციებზე, რომელიც ავტვირთეთ ბლოგზე, შევავსეთ პროექტის გეგმის დარჩენილი ნაწილები, მე ვთვლი, რომ ეს დღე ჩემთვის საინტერესო და შრომატევადი იყო.

Sunday, November 11, 2018

მე-6 დღის რეფლექსია

დღევანდელ დღეს დავასრულთ მოსწავლის პრეზენტაციაზე მუშაობა, ვისწავლეთ drive-ში ინფორმაციის შენახვა. ვიმუშავეთ შეფასების ჩარჩოზე პროექტის გეგმაში, ჩემთვის ეს დღე ძალიან საინტერესო იყო.ხვალ ველით უფრო საინტერესო მუშაობას.

მოსწავლის პრეზენტაცია

პროექტის პრეზენტაცია

Saturday, November 10, 2018

მე-5 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ განვიხილეთ კიდევ ერთხელ დამზადებული ბუკლეტები, პროექტის შაბლონის მიხედვით განვიხილეთ შეფასების ტიპები.

Sunday, November 4, 2018

მე-4 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საინტერესო იყო , რადგან განვიხილეთ შევსებული ბუკლეტის ნიმუში, ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები, გავეცანით პროექტის მიმართულების მიმცემ კითხვებს, გავარჩიეთ ერთმანეთისაგან, შემდეგ შევავსეთ საკუთარი პროექტის თემასთან დაკავშირებული კითხვები და ბლოგზე ავტვირთეთ. გავიხსენე ბლოგზე მუშაობა, რაც მივიწყებული მქონდა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


               ლუარსაბობა ჩვენს დროში



ზოგადი კითხვა

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ქვეყანაზე/საზოგადოებაზე ადამიანის უპასუხისმგებლობამ, სიზარმაცემ და გულგრილობამ?

თემატური კითხვები:
რატომ არის ლუარსაბობა აქტუალური პრობლემა?
 რა თანამედროვე გამოვლინებები შეიძლება ჰქონდეს ამ ზნეობრივ სენს?
რა საშუალებებით შეიძლება დაუპირისპირდეს ადამიანი/საზოგადოება ამ სენს?

შინაარსობრივი კითხვები:
 ლუარსაბობის რა ნიშნებს ამჩნევთ საკუთარ თავს? თქვენ გარშემო?
 გაგჩენიათ თუ არა სურვილი, გებრძოლათ ამ მანკიერებებთან?
 მიგიციათ თუ არ ვინმესთვის შენიშვნა კონკრეტულად ლუარსაბისეული თვისებების გამო და თუკი- რა რეაქცია მიგიღიათ?

Saturday, November 3, 2018

მე-3 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესო იყო, ვისწავლე ბუკლეტის მომზადება, გავეცანით რამდენიმე ნიმუშს და განვიხილეთ, გავაკეთეთ მონახაზი თუ როგორ შევქმნა ბუკლეტი და როგორ გავანაწილო მასში მასალა.