Sunday, November 4, 2018

მე-4 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე საინტერესო იყო , რადგან განვიხილეთ შევსებული ბუკლეტის ნიმუში, ერთმანეთს გავუზიარეთ შთაბეჭდილებები, გავეცანით პროექტის მიმართულების მიმცემ კითხვებს, გავარჩიეთ ერთმანეთისაგან, შემდეგ შევავსეთ საკუთარი პროექტის თემასთან დაკავშირებული კითხვები და ბლოგზე ავტვირთეთ. გავიხსენე ბლოგზე მუშაობა, რაც მივიწყებული მქონდა.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


               ლუარსაბობა ჩვენს დროში



ზოგადი კითხვა

რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ქვეყანაზე/საზოგადოებაზე ადამიანის უპასუხისმგებლობამ, სიზარმაცემ და გულგრილობამ?

თემატური კითხვები:
რატომ არის ლუარსაბობა აქტუალური პრობლემა?
 რა თანამედროვე გამოვლინებები შეიძლება ჰქონდეს ამ ზნეობრივ სენს?
რა საშუალებებით შეიძლება დაუპირისპირდეს ადამიანი/საზოგადოება ამ სენს?

შინაარსობრივი კითხვები:
 ლუარსაბობის რა ნიშნებს ამჩნევთ საკუთარ თავს? თქვენ გარშემო?
 გაგჩენიათ თუ არა სურვილი, გებრძოლათ ამ მანკიერებებთან?
 მიგიციათ თუ არ ვინმესთვის შენიშვნა კონკრეტულად ლუარსაბისეული თვისებების გამო და თუკი- რა რეაქცია მიგიღიათ?

Saturday, November 3, 2018

მე-3 დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესო იყო, ვისწავლე ბუკლეტის მომზადება, გავეცანით რამდენიმე ნიმუშს და განვიხილეთ, გავაკეთეთ მონახაზი თუ როგორ შევქმნა ბუკლეტი და როგორ გავანაწილო მასში მასალა.

Saturday, October 27, 2018

პირველი დღის რეფლექსია

გავეცანით ინტელის ტრენინგის ძირითადი კურსის მიზნებსა და ამოცანებს. ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებსა და პროექტის გეგმის შაბლონებს, შევქმენით პირადი ბლოგი.ჩემთვის ესდღე იყო მნიშვნელოვანი.

Sunday, October 21, 2018

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესო იყო, რადგან გავეცანით ინტელის ტრენინგის კურსის მიზნებს, განვიხილეთ პროექტების მოკლე შინაარსი, მოვისმინეთ და ერთმანეთს  მივეცით რჩევები.  განვიხილეთ საგნობრივად ეროვნული სტანდარტი, გავიხსენეთ საქაღალდის შექმნა.